კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
„პროცესები, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს, ესაა მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში. შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, თუმცა ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე აღნიშნავს, ხაბეიშვილის განცხადებები პარტიის გაძლიერებას ხელს უშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ