ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.
აღნიშნულით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ნიშნავს მინისტრის ცვლილება იმას, რომ ირაკლი კობახიძე ძველი პრემიერ-მინისტრის გუნდს არ ენდობა.
„მცდელობები, რომ რაღაც სპეკულაციები იყოს, თითქოს დაპირისპირებაა, ვიცით, რას ემსახურება. არ არის ასე. ყველაფერი არის ისე, როგორც ვსაუბრობთ“,- განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.