კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე – იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას

იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით ის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე აღნიშნა: „სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ“.
„მოწმეები გავხდით, რამდენიმე თვიანი ცრუ კამპანიის, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებიც. ბოლო გაირკვა, რომ ფული ჰქონდათ ამ ყველაფერში აღებული. იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს