ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ

კახა კალაძე - მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 21 სექტემბერს, თბილისში გასამართი საფეხბურთო მატჩის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელებს შორის „ლეგენდების მატჩის“ გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაიხარებს.
„ძალიან მაგარი და საინტერესო თამაში გველოდება წინ. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ დონის ვეტერანი ფეხბურთელები ვიხილოთ თბილისში. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ ის ადამიანები, ვისაც წლების წინ გულშემატკივრობდნენ, ღამეებს ათენებდნენ მათი თამაშების ლოდინში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.