პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კახა კალაძე - მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლეონიძის ქუჩის N11ა-ში მდებარე ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა.
„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია პროექტის განხორციელებაში. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე, კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.