ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე მერიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაზე - ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა

კახა კალაძე მერიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაზე - ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა

ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება.
მისი თქმით, ეს ადამიანები აღნიშნულ გზას ირჩევენ, რაც მათი გადასაწყვეტია.
„ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. არაფერი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.