ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან - ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ

კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან - ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ

კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან - ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არიის სწორი ფორმა და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება.
“კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს, ვინც აკვირდება არჩევნებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობა. ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ. ეს არ არიის სწორი ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.