ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს - დიდი ინტერესი არ მაქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი - მე მაქვს ხედვა, რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს

კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს - დიდი ინტერესი არ მაქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი - მე მაქვს ხედვა, რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს

დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.