ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ - იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება

კახა კალაძე - იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ - იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება

იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ - იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ვინმემ „მოაწყოს გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.“
„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ დედაქალაქში - ძალადობრივი შემთხვევები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები - ცხადია, ყველაზე არ მაქვს საუბარი. აშკარად, იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ - იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, საუბარი აღარ მაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. კატეგორიულად მიუღებელია ბრუტალური, ამ ტიპის ძალადობა. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება. არც გარედან და არც ქვეყნის შიგნით ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინიზაციის პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში - ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.