ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას - ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა

კახა კალაძე - თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას - ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა

თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას - ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ეს დაჯგუფება განწირულია მარცხისთვის“.
„ინფორმაცია ჩვენც შემოგვდის და გვაქვს ხელმისაწვდომობა. არც ერთი ფაქტი არ არის დატოვებული რეაგირების გარეშე. ყველა დაპირისპირების ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“. უსწორდებიან ახალგაზრდებს, პირდაპირ აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ ამის კადრებიც ვიხილეთ მაგალითად, ისანში, როგორ მიუვარდნენ ახალგაზრდებს, დაუპირისპირდნენ და შემდეგ როგორ გაიქცნენ. რა თქმა უნდა, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას. ვაშაძის ბრიფინგი ჰქონდა და მანაც თქვა ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ და მშვიდად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ,“ - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.