ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ზღვარი აღარ დარჩა უკვე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ეს ერთი სისტემაა, რადიკალები არიან

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ვინმე საქართველოში, რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარობით სარგებლობს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები.
მისივე თქმით, ზღვარი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღარ დარჩა უკვე.
„თუ ვინმე ამ ქვეყანაში, რომელიმე ინსტიტუცია სარგებლობს არაპოპულარობით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები. ამას თავისი ახსნა აქვს. თავიანთი ქმედებებით გამომდინარე, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა უკვე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ეს ერთი სისტემაა. რადიკალები არიან. ერთს ერთი ფუნქცია აქვს, უბრალოდ, პოლიტიკოსი ჰქვია - პოლიტიკური პარტია, მეორეც იგივე ფუნქციას ასრულებს, უბრალოდ, სხვა სახელი ჰქვია. ეს არის სამწუხარო რეალობა დღევანდელ მოცემულობაში”, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.