ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის - საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს

კახა კალაძე - ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის - საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს

ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის - საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს.
„ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის. ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის. ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს მიუხედავად იმისა, ვინ რა ეპითეტებით ვამკობთ დღეს ერთმანეთს და რა განცხადებებს გავაკეთებთ ერთმანეთის მიმართ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად შეაფასებს. ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერი იმაზე მალე დალაგდება, ვიდრე ბევრს ჰგონია. საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული დედაქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.