კახა კალაძე: ვხედავთ, რამდენი ადამიანია გასული, ჩვენთვის, ქართველებისთვის ოჯახი არის ღირებული

პირველ რიგში, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რომელიც რამდენიმე წელია იმართება პატრიარქის ინიციატივით და ამ მნიშვნელოვან დანატოვარს აგრძელებს მისი უწმინდესობა, პატრიარქი შიო.
ვხედავთ, რამდენი ადამიანია გასული, ჩვენთვის, ქართველებისთვის ოჯახი არის ღირებული. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ აქ მყოფ ადამიანს, ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი, მადლობა გადავუხადო.
ეს დღე მიუთითებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოჯახის ინსტიტუტი ქართველისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა ჩვენს სარწმუნოებაზე, ჩვენს საპატრიარქოზე, ზოგადად ყველაფერ იმაზე, რაც ღირებულია ქართველისთვის და ეს არის ქართველი ხალხის პასუხი” – თქვა კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
ამ წუთებში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა იმართება

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი