ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება

„გამჭვირვალობის“კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება - ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ] კანონპროექტი მიღებული იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების წევრების მოწოდებას ხელისუფლების მიმართ ე.წ. რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ეს არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპროექტი მიღებული იქნება”, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.