– ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება – ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია – საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია

ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი – ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ელოდება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დაკავებას.
როგორც მან აღნიშნა, როცა საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია.
„ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ელენე ხოშტარია დღეს წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია – განსაკუთრებით მაინტერესებს მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც მეგობრობდნენ მასთან: ღამე როგორ გძინავთ?

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ პატივს ვცემთ თინა ბოკუჩავას და მიგვაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს – ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის