კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშზე – ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი – ევროპა დღეს არის დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე

ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს – ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
ამავე კონტექსტში, მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეზეც ისაუბრა, რომელიც ანგარიშის წარმდგენია და აღნიშნა, რომ „ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან“, თუმცა, დარწმუნებულია, ყველაფერი შეიცვლება.
“ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შეფუთული. რეალურად, ჩვეულებრივი კორუფციაა. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ადამიანები, რომელიც ქვეყანაში აგენტურას წარმოადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათი და მათი თანაგუნდელების მიმართ ის დამოკიდებულება აქვთ, რასაც იმსახურებენ.
ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…