ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს - ეს არის მათი დემოკრატია და დამოკიდებულება

ჯარს ამოაცალეს ეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია და დამოკიდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდნენ, გაყინულია.
კალაძის თქმით, ჯარს არაფერი მოაკლდება, „ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“.
„გაყინვით არ გაუყინავთ. ჯარს ამოაცალეს ეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია და დამოკიდებულება. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში, ყოველთვის მადლობის წერილებს ვიღებდით ჩვენი ჯარისკაცების მოქმედებების გამო. ის, რომ სამშვიდობო მისიებში უმრავლესობით ვიყავით წარმოდგენილები, იმაზე მეტი ვიყავით, ვიდრე ნატო-ს ქვეყნები და დღეს ევროკავშირი გამოდის და გვეუბნება, რომ ჯარისთვის განკუთვნილ თანხას ვაუქმებთ და ვაძლევთ ლომჯარია-გიგაურს. მინდა გითხრათ, რომ ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“,- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ გაწყვიტა აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება, კალაძე პასუხობს, რომ არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს.
„ძალიან მარტივია, საქართველოს ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, იცავს სახელმწიფოებრიობას და იცავს თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, მშვიდობა იქნება შენარჩუნებული, არანაირ სანქციებში არ ვაპირებთ ჩართვას“,- განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.