ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში – ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა

არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს ქვეყნის გარედან ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელი ფაქტია.
„ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ. ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ელჩები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ არავის დაუგმია აღნიშნული ძალადობა, პირიქით მუდმივად ახალისებდნენ. ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ვინც ანგრევენ, ამტვრევენ, ძალადობენ პოლიციელებზე და მათ შესაბამის პასუხს სცემენ. ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია