ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე: დედაქალაქში კვლავ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა პროექტების განხორციელება სჭირდება ქალაქს

კახა კალაძე: დედაქალაქში კვლავ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა პროექტების განხორციელება სჭირდება ქალაქს

„მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება, განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ლამაზს გახდის.
„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.