ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე დავით ზალკალიანზე - არ გადამდგარა, ტყუილია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა

კახა კალაძე დავით ზალკალიანზე - არ გადამდგარა, ტყუილია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
კახა კალაძემ ასევე ტყუილი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„სწორი ინფორმაცია არ არის. თუ რაიმე ცვლილებები მოხდება, ეს დამალული ხომ ვერ იქნება? საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. რასაც თქვენ ავრცელებთ, ტყუილი და არასწორია. არ გადამდგარა, ტყუილია არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა“,- განაცხადა კალაძემ.
„მთავარი არხის" ინფორმაციით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ინფორმაციით, ელჩსა და „ქართული ოცნების" პრემიერს შორის კონფლიქტი შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.