ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - გრძელდება შანტაჟი, მუქარა - შემოტევები იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება

კახა კალაძე - გრძელდება შანტაჟი, მუქარა - შემოტევები იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება

რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა - ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებას განიხილავენ დღეს ევროკავშირში.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში.
“რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა. არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში, უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში, ეს ყველამ კარგად ვიცით. თავად აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პირველი არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა. ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, ვნახოთ. ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.