ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - გერმანიის ელჩი პოლარიზაციის ერთ-ერთი წამხალისებელია - მისი ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი

კახა კალაძე - გერმანიის ელჩი პოლარიზაციის ერთ-ერთი წამხალისებელია - მისი ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი

გერმანიის ელჩი ერთ-ერთი წამხალისებელია პოლარიზების. მისი ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია და საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
„თუ გავიხსენებთ გერმანიის ელჩის განცხადებებს, ის ერთ-ერთი წამხალისებელია პოლარიზების. მისი ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. როდესაც პოლიციელებს უპირისპირდებიან, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, თურმე ეს დემოკრატიული პროცესი ყოფილა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს“, - განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.