კახა კალაძე გდდ-ს სიის გასაჯაროებაზე – ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ეს ინფორმაცია სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს

დედაქალაქის მერის შეფასებით, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიის გასაჯაროება მძიმე ფაქტია, რადგან აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არის მოღალატეობრივი ქმედება.
„ძალიან მძიმეა, როცა ამ ტიპის სიების გასაჯაროება ხდება. ამ სიიდან ბევრი მოქმედი თანამშრომელი არც იყო, ზოგი ყოფილი თანამშრომელია. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ზოგადად ფაქტია ძალიან ცუდი, რადგან ეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს. ზოგადად ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ძალიან მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვქონდეს.
ხოლო, რასაც ეს გაუბედურებული, გზააბნეული ადამიანები აკეთებენ, არის მოღალატეობრივი ქმედება, თუმცა, დრო გავა და ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში სიცრუისა და საზოგადოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს. რეალურად, არაფერი მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა ყველა მუნიციპალიტეტებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც