პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე გახარიაზე - ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით - ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ

კახა კალაძე გახარიაზე - ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით - ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ

ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოს, “საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარს.
„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ყველამ დაინახა. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით. ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მომხდართან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
„ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა. საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. ეს არის მათი დღის წესრიგი, მხოლოდ სიცრუეზე და სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რომელზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.