კახა კალაძე – გამოწვევები დღესაც არსებობს, შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ქვეყანას წაადგება

გამოწვევები დღესაც არსებობს, შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია – ს პოლიტიკაში შემობრუნება წაადგება არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო გაცხადებული.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო გაცხადებული. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფერს – დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და აქ მცხოვრები ადამიანის ინტერესები. უპირველეს ყოვლისა სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს წაადგება არ მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და ნამდვილად შეუძლია მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია.
„წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა მიხვდება, რა სირთულეები გავიარეთ, რამხელა შემოტევები იყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, არ მალავდნენ, რისი სურვილი ჰქონდათ საქართველოში. ჩვენი გუნდი იყო ერთიანი და იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს გამოწვევები დღესაც არსებობს, შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, აქვს დიდი რესურსი, უდიდესი პატივისცემა მოსახლეობის მხრიდან და ნამდვილად შეუძლია, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ეს გამოწვევები არსად წასულა, დღესაც არსებობს ამ რთულ მოცემულობაში იმის გათვალისწინებით, რა ხდება რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვას, ადასტურებს თუ არა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობას ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მას „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, კალაძე ამბობს, რომ „ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია“.
„თუ ადამიანი არაფორმალური მმართველია, რატომ შემოვიდოდა პოლიტიკაში? თუ გარედან მართავდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა მართვას“,- განაცხადა კახა კალაძემ.