ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - გამოდიან ქვეყნის შიგნით და გარედან კონკრეტული აქტორები და ამბობენ: „რუსული კანონი, რუსული კანონი“, აგერ ვართ ბატონო, თქვით, რატომ არის პროექტი პრობლემური, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება დიდი ხანია ითხოვს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართოს, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით, არავის წარმოუდგენია არგუმენტი, რატომ არის კანონპროექტი „რუსული“.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დისკუსიას ამდენი ხანია ვითხოვთ. ჯერ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, მეც რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ვართ იმისთვის, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიღრმეში შევიდეთ. სპეკულაციები ხდება, მოიფიქრეს ფრაზა „რუსული კანონი“ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არანაირი არგუმენტი არ აქვს, რატომ არის ცუდი ეს კანონპროექტი. გამოდიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან არსებული კონკრეტული აქტორები და ამბობენ: „რუსული კანონი, რუსული კანონი“. აგერ ვართ ბატონო, თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებს. ვთქვით, მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი. შეიძლება ვიღაც ერთმა დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი, რატომ არის პრობლემა ეს კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.