ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს
ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ-სთეითი“ წარმოადგენს.

უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მისივე თქმით, შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია.

„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.

ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.

უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.

შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც მთავარია სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა - ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეო“,- წერს კახა კალაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.