– ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება – გამოცხადებულია ტენდერი, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია

ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა – ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იანვრის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.
„გამოცხადებულია ტენდერი. ძალიან მალე, ტრამვაიზე, იანვრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს საზოგადოებას ვატყუებთ და ტრამვაის პროექტი არ განხორციელდება. ეს ცრუ ინფორმაციაა. ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო