კახა კალაძე ბათუმის ტრაგედიაზე: შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს

თბილისის მერი, კახა კალაძე, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს-ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს!”

 

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია იმართება –
„ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“ — წერია ღონისძიების აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!