– ახალ საპილოტე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას ითვალისწინებს

ახალ საპილოტე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას ითვალისწინებს – სადაც დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების დადგენა მოხდება და დაჯარიმება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა.
„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის ღამის საათებში, რითაც მოსახლეობა წუხდება. ცხადია, რომ საღამოს ადამიანი ისვენებს და ეს ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ, აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ერთად განისაზღვრება ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების დადგენა მოხდება და შესაბამისად დაჯარიმება.
ხმაურის დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის მიერ და განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში, საპილოტე პროექტის ფარგლებში ვაპირებთ დედაქალაქშიც განხორციელდეს, დავაკვირდებით, ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟება“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან