კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება – ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და შეურაცხყოფა

ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მას მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი მხრივ, საჩუქარია მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას წარმოადგენს.
„საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელშეწყობა და დახმარება ქართველი მუსიკოსებისთვის, მომღერლებისთვის. ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა-განმარტება თუ რატომ იმართება სატელევიზიო ფორმატით. ამ საზეიმო წუთებში არ გადაგღლით მძიმე თემებით, ვიტყვი მხოლოდ ერთს – ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და შეურაცხყოფა, რაც არაერთხელ ვიხილეთ თუნდაც იგივე მუსიკოსების მისამართით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გახალგრძლივდება და როგორც მეტრო, ისე ავტობუსები, მოსახლეობას პირველი იანვრის 00:00-დან 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება.
გარდა ამისა, გახაგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები