კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე – საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს და რაში ხარჯავენ თანხებს

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ.
მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე – საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ