ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე - ამ ტიპის ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია

კახა კალაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე - ამ ტიპის ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია

ამ ტიპის ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამნისტიის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, დაშვებული შეცდომების შემდეგ ადამიანებმა სწორად გაანალიზონ თავიანთი ქმედებები.
„ამ ტიპის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მისასალმებელია. სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის, ადამიანები ვართ. მთავარია, შენ გაანალიზო, რომ ამ ყველაფერზე სწორი დასკვნები გააკეთო, მოინანიო და დაუბრუნდე ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ცხოვრებას. როცა ვერ იაზრებენ ამ შეცდომებს, ანალიზს ვერ აკეთებენ და აგრძელებენ ისევ თავის ქმედებებს და ბოროტებას, ეს ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.