კახა კალაძეს საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი შეხვდა

დედაქალაქის მერს, რომელიც ამავდროულად არის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი, ოლივიე კურტო შეხვდა. შეხვედრა თბილისის მერიაში გაიმართა.
„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის“, – უთხრა მერმა ელჩს, თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.
ელჩმა კურტომ თქვა, რომ პატივს სცემს საქრთველოს კულტურას, ისტორიასა და რელიგიას:
„პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება“.
ოლივიე კურტო 2025 წლის 1 სექტემბრიდან საფრანგეთის ელჩია საქართველოში. 31 აგვისტოს ჩათვლით ამ თანამდებობას იკავებდა შერაზ გასრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას