კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან 5 ქალია, 2 სპორტსმენი, 7 უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი.
"პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები" - ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20 კაციანი სია, რომელიც მან დღეს ქართული ოცნების ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება:
· შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის 4 შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო.
· თინათინ ნიბლოშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
· ბექა დავითულიანი - ყოფილი პარლამენტისა წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე.
· გურამ ნიკოლაშვილი - ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
· ნიკოლოზ კახეთელიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
· ნინო ვარდოსანიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც;
· ავთანდილ ცინცაძე - მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან.
· კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან.
· ბექა ოდიშარია - ყოფილი პარლამენტარი;
· ოთარ ჩრდილელი - ყოფილი პარლამენტარი.
· გიორგი ხუროძე - ფინანსისტი;
· კახა ბერაძე - ეკონომისტი;
· ლევან არველაძე - საკრებულოს დეპუტატი
· ლევან აბაშიძე - განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
· ალექსანდრე მუკათარიძე - ქართული ოცნების ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღანელი.
· ნოდარ ბოკერია - საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.
· მარიამ გრიგოლიშვილი - პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი.
· ლუკა ძაძამია - სამართალმცოდნე.
· ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
· ლალი კოლომიკოვი - ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.