ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაცს, რომელმაც 25 წლის ცოლს ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელმაც 25 წლის ცოლს ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

25 წლის მეძუძურმა დედამ, გალინა ნოზაძემ, ამის შემდეგ თითქმის ერთი თვე იცოცხლა - ის 2024 წლის 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული თემურ ყარალაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გალინა ნოზაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, სამ მცირეწლოვან შვილთან, ქმართან და დედამთილ-მამამთილთან ერთად, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ სახლში ცხოვრობდა.
სახლში მხოლოდ ერთი ოთახია. 12 ნოემბრის შუაღამეს ქმარმა ცოლს სწორედ ამ ოთახში წაუკიდა ცეცხლი. საქმის მასალების თანახმად, ამ მომენტს შეესწრნენ ქალის სამივე შვილი და მამამთილი.
ბრალდებული და მისი მამა უარყოფდნენ ამ ქმედებას, თითქოს მათ არ იცოდნენ, როგორ დაიწვა გალინა ნოზაძე. საბოლოოდ, ეს აღიარა ბრალდებულის მამამ, გურამ ყარალაშვილმა.
გამოკითხვის ოქმების მიხედვით, რომლებიც გალინა ნოზაძის მკვლელობის მრავალტომიან საქმეში დევს, ქალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
ვრცლად იხილეთ რადიო თავისუფლების რეპორტაჟში:
ასევე ნახეთ ქალის დაწვა შვილების თვალწინ - რა წერია 25 წლის გალინას მკვლელობის საქმეში
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.