ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაცებო, თქვენთვის სჯობს “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – ბაბუცა პატარაია

კაცებო, თქვენთვის სჯობს “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – ბაბუცა პატარაია
ბაბუცა პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
“მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო” . მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან! და მათი ყურება გოგოებს, ქალებს და ბებიებს ათასჯერ უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რაღაც “ნაიალაღარი ხარებისა”…
გაუმარჯოს ჯენ ზის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს! (კაშიას თამადობით რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!)
კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – მაგალითები უკვე გყავთ! კაცებო, თქვენთვის სჯობს “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით”– წერს პატარაია.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.