ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაუნასში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

2024 წლის 8-14 იანვარს, ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. რიგით 133-ე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს 167 სპორტსმენი, მათ შორის ქალაქ კაუნასის “ჟალგირის” ყინულის არენაზე ოთხივე სახეობაში იასპარეზებენ 2023 წლის ევროპის ჩემპიონები.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:
· ნიკა ეგაძე (კაცები)
· ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე (ქალები)
· ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი)
· დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები)
ევროპის ჩემპიონატზე მსაჯთა შემადგენლობაში ქალთა კატეგორიასა და სპორტულ ცეკვებში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები სალომე ჩიგოგიძე და იულია ლევშუნოვა იმუშავებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.