ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატო კალატოზიშვილი: ციხეში კაცი მოკლეს წამებით!!! და ამ დროს, პროპაგანდა თეატრში დე სადის ციტირებისთვის, ცდილობს უდანაშაულო ადამიანების გაშავებას

კატო კალატოზიშვილი: ციხეში კაცი მოკლეს წამებით!!! და ამ დროს, პროპაგანდა თეატრში დე სადის ციტირებისთვის, ცდილობს უდანაშაულო ადამიანების გაშავებას
"ციხეში კაცი მოკლეს წამებით!!!
კაცი მოკლეს!!! წამებით!!!
და ამ დროს, პროპაგანდა თეატრში დე სადის ციტირებისთვის, ცდილობს უდანაშაულო ადამიანების გაშავებას და ამ სისასტიკის გადაფარვას ფანატიკოსების ისტერიკით!
ან რა გაცინებთ? ან რა გიხარიათ?
ან თქვენში აღშფოთებას რა იწვევს?
ჩემს მეგობრებს ადამიანი წამებით არ მოუკლავთ! საუკუნეების წინ დაწერილი კლასიკური ტექსტი სცენაზე გააცოცხლეს და ეს უფრო გაშფოთებთ და ქართველბას გართმევთ ვიდრე ის რომ კაცი მოკლეს ციხეში წამებით????!!!!
მეშინია ამ საზოგადოებაში ცხოვრება.
უკვე დავრწმუნდი, მე რომ ხვალ ნებისმიერი სისაძაგლე შემითითხნონ, პირველ რიგში "უახლოესი ახლობლები" მესვრით ტალახს და ზემოდან დაამატებთ: ღირსია, ციხეშია გასაშვებიო.
ისე როგორც ანდრო ჭიჭინაძეზე არ შეგირცხვათ ნამუსი და ათასი სიბინძურე დაიჯერეთ და ჭორაობა-ჭორაობაში გაუვრცელეთ, თქვენივე ტყუილების გასამყარებლად!!!
ანდროს არ მივატოვებთ!
არასდროს არ გავჩუმდებით!
უსამართლობას არ შევეგუებით!
ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მაგრამ იმ წამებით მოკლულ კაცს ვეღარავინ გააცოცხლებს!" - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი კატო კალატოზიშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.