კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.”
“მას ასეთი მოსაზრება აქვს, შეიძლება აქვს რაიმე ღირებულება, რომლის ერთგულების გამოც, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის ახლა საპირწონედ, რომლის გამოც გამართლებულია კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებისა, რომ ჩინეთთან ჰქონდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობები. გამიჭირდება ამის ზუსტად ახსნა, მაგრამ ჩემი მოსაზრება გახლავთ თვისებრივად განსხვავებული, იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ, თითქოსდა, ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი