“კატეგორიულად გიკრძალავთ “ოცნებასთან ამაზე დიალოგს” – ხოშტარია პოლიტიკურ პარტიებს

7
პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, ციხიდან წერილს ავრცელებს:
შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული “დოქტრინების” განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.
ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის “დოქტრინის” ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები “რუსულ ოცნებასთან”, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.
გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.
რუსთავის ქალთა ციხე
17/03/2026

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”