ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატასტროფული სიტუაცია უკრაინის ნაკრებში - სუდაკოვი მაინც გამარჯვებას იმედოვნებს

კატასტროფული სიტუაცია უკრაინის ნაკრებში - სუდაკოვი მაინც გამარჯვებას იმედოვნებს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ "შახტარის" საიტთან კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა გააკეთა:
"პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და რთულ სიტუაციაში ვართ. ახლა წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს, დადებითი შედეგების მიღება გვჭირდება. საქართველოსთან პირველი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე როგორც ჩეხეთთან. პოლონეთში ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ".
"კარპატის" ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაილ კოპოლოვეცმა უკრაინელთა პრობლემებზე ისაუბრა. "არ მინდა მჯეროდეს, რომ მოთამაშეებს ნაკრებში წასვლა არ უნდათ. თუმცა, სხვადასხვა წყაროებიდან მესმის, რომ იქ კატასტროფული ატმოსფეროა. ყველაფერი
შესძლებელია, ამიტომ ძნელი სათქმელია.
ახლა ტრავმების ეპიდემიაა და საწყენია, რომ ისინი ქვეყნის მთავარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, მაგრამ რაც მესმის, იქ ნეგატიური ატმოსფეროა. ვფიქრობ, ეს არავისთვის საიდუმლო არაა", - ციტირებს კოპოლოვეცს NV.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.