ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და კატარელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, კატარმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლის შესახებაც ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მათ კატარელ კოლეგებს შორის საუბარი ორი კვირის წინ შედგა.
კატარმა დოჰაში მყოფ „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ერთი კვირის წინ აცნობა, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ.
„ჰამასი“ ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც ამერიკელები მოკლა და მათ მძევლად აყვანას აგრძელებს. მძევლების გათავისუფლების შესახებ განმეორებითი შეთავაზებების უარყოფის შემდეგ, მისი ლიდერები ამერიკის ნებისმიერი პარტნიორის სასურველი სტუმრები აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.