ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატარი: ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების შესახებ შეთანხმების სირთულეები "მხოლოდ ლოგისტიკურია"

კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი იმედით უყურებს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ჰამასს" შორის. მისი თქმით, სირთულეები, რომლებიც რჩება, "ძალიან მცირედია" და ლოგისტიკურია.
Washington Post-ის თანახმად, ისრაელმა, აშშ-მა და "ჰამასმა" მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ბრძოლაში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.