არქივი17 მარტი, 2024, 10:10
“კასტრაცია აუცილებელია, ძაღლების უკონტროლო გამრავლება ქალაქში რომ შეწყდეს” – რა ფოტოს აქვეყნებს პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კასტრაცია ჩაუტარდა და წერს, რომ ძაღლების უკონტროლო გამრავლების შესაწყვეტად კასტრაცია აუცილებელია.
“გომბორა მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითს გვაძლევს! კასტრაცია აუცილებელია, ძაღლების უკონტროლო გამრავლება ქალაქში რომ შეწყდეს… სახლში მოვიდა, ისვენებს!” – წერს პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.