კასპის საკრებულოში ენმ-ს რვიდან ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა

კასპის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ რვიდან ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა.
დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარტიას მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო ტოვებენ და აპირებენ, მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.
„საკრებულოს რვა წევრიდან ექვსი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტიას. ახალმა მენეჯმენტმა და თავმჯდომარემ ვერ შეასრულეს უხვად გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები. პარტიას არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი 2024-ის არჩევნებში გამარჯვებისთვის. გადავწყვიტეთ, დავტოვოთ პარტია, მაგრამ გავაგრძელოთ [საქმიანობა], სადაც ჩვენი პრინციპების და ღირებულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიასთან“, – აღნიშნეს ბრიფინგზე.
პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირანდა თვარაძემ „მთავარ არხს უთხრა“, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი დაარსების დღიდანაა, თუმცა ახლა ნიკა მელიასთან ერთად აპირებს ბრძოლას.
კასპში ენმ-ის დეპუტაცია არაა პირველი, ვინც პარტიას ტოვებს. ასევე მოიქცნენ ხობის, ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოებში წარმოდგენილი დეპუტატებიც.
რამ, როგორ და ვინ გამოიწვია კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“, წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:
· კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ლელომ ვიწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკასო, ბოჭორიშვილსო, ხოდა, თუ დიქტატურაა, რა მნიშვნელობა აქვს რას გაიგებს მაკა ბოჭორიშვილი? ბიძინა არ წყვეტს და მაკას გაგებაზეა რამე დაკიდებული?

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს