ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარპენტერი რუსულ კანონზე: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა ამერიკის ხმასთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინტრევიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თუ საქართველოში ამ კანონს საბოლოოდ მიიღებენ აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები.
კარპენტერმა ინტერვიუში თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის მიმართულებით განვითარდება და ეს არის მეთოდი, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. კარპენტერის თქმით, თუ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მიმართულებით სვლა სურს, ამ კანონს არ უნდა იღებდეს.
"ჩვენ გვურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი." - თქვა მაიკლ კარპენტერმა.
ინტერვიუში კარპენტერმა ასევე ისაუბრა საქართველოში შემოდგომაზე არჩევნების მნიშვნელობაზე. მისი სიტყვებით, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არსებითია საქართველოსთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.