პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კაროლ ნავროცკიმ საპრეზიდენტო ფიცი პოლონეთის პარლამენტში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე დადო.
პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კაროლ ნავროცკიმ ანჯეი დუდა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ ივნისში გამართულ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა.
ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, ხოლო ტრჟასკოვსკიმ ხმების 49.11%-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.