ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაროლინ ლევიტი - ტრამპი ზელენსკისთან ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას აპირებს

კაროლინ ლევიტი - ტრამპი ზელენსკისთან ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას აპირებს

ტრამპი ზელენსკისთან ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას აპირებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტმა [ტრამპმა] და პრეზიდენტმა პუტინმა ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში შეხვედრა განიხილეს, და პრეზიდენტი ტრამპი ისაუბრებს პრეზიდენტ ზელენსკისთან ამ შესაძლებლობაზე, როდესაც ის აქ, თეთრ სახლში, იქნება“, - განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმავს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მზად არის პუტინთან შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.