ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარლ ბილდტი: ევროკავშირმა და სხვებმა 29 დეკემბრის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

კარლ ბილდტი: ევროკავშირმა და სხვებმა 29 დეკემბრის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ბილდტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს.
„მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შედეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, – დაწერა ბილდტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.